Tuesday, March 8, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია
 

დღეს  გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა და გადავიტანე ბლოგზე.
მოვისმინეთ კოლეგების პრეზენტაციები და გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაციაც.
გავეცანი პროექტის მახასიათებლებს, დაგეგმვას. გავაცნობიერე, რომ პროექტი არის პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული სწავლება.  შევარჩიე თემა და მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით მოცემული პრობლემის გადაჭრის გზებზე.
 შევარჩიე თემის შესაბამისი სტანდარტი. გამოვიყენეთ ბლუმის ტაქსონომია, რის მიხედვითაც განვსაზღვრეთ სტანდარტი შესაბამისი ინდიკატორებით.
   მოსწავლეები მუშაობენ  გუნდურად, რაც ხელს უწყობს გუნდური უნარ-ჩვევების განვითარებას.
  ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით გან ვსაზღვრე პროექტის მიზნები და ამოცანები. გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს და შევარჩიე ჩემი თემისთვის შესაბამისი კითხვები.

რა არის რეჟიმი?
რა არის ტოტალური რეჟიმი და რა გავლენას ახდენს იგი ერებზე, პიროვნებებზე?
ვინ იყვნენ ტოტალური რეჟიმის ლიდერები და რა იცით მათ შესახებ?  საპროექტო თემისათვის დავგეგმე და მოვამზადე პუბლიკაცია, კერძოდ, ბუკლეტი, რომელშიც მოკლედ განვათავსე როგორც შინაარსობრივი მხარე ჩემი პროექტისა. ასევე მიზნობრივიც;მოვიძიე და გამოვიყენე პროექტისათვის შესაფერისი ილუსტრაციები. ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში. ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება.

გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდს; განვსაზღვრე შეფასება მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად ჩემი პროექტისთვის; შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმა. მოვამზადე პრეზენტაცია ჩემი პროექტისთვის და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
სასწავლო გეგმის  შაბლონში შევავსე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და განვსაზღვრე  მოსწავლეთა საბაზისო უნარ-ჩვევები მუშაობის დაწყებამდე. ვიმუშავე ბლოგზე; დავამატე სურათები და ვიდეო მასალა.
სასწავლო პროექტის გეგმაში შევავსე სასწავლო პროცედურები,  დავგეგმე თითოეული ჯგუფის ათვის სამუშაო გეგმა, ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი  პრეზენტაცია.

დავასრულე მ ოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ავტვირთე პორტფოლიო,  პრეზენტაცია გამოვაქვეყნე ბლოგზე. მოვისმინე ინდივიდუალური  განსხვავებები სწავლების დროს.

No comments:

Post a Comment